

ნახტომი საზღვარგარეთ 2027: გრანტები, დედლაინები და ნეთვორქინგი | Kan-Guroo
გინდა ევროპაში ისწავლო უფასოდ ან სრული დაფინანსებით, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? პირველი Erasmus Mundus დედლაინები 1 დეკემბერს იხურება.
მოდი პარასკევ საღამოს Atoneli Pub-ში. დალიე ლუდი, გაიცანი თანამოაზრეები და სახლში მზა გეგმით წადი.
რას გაიგებ:
Erasmus Mundus: როგორ მიიღო უფასო მაგისტრატურა და 1 400 ევრო თვეში, და რომელი პროგრამები იხურება დეკემბერ-იანვარში.
Stipendium Hungaricum და Türkiye Bursları: სრული დაფინანსება უნგრეთსა და თურქეთში და რა ვადებია მოსალოდნელი.
გერმანია და იტალია: სად არის სწავლა თითქმის უფასო და რეალურად რა ბიუჯეტი გჭირდება.
რა შეიცვალა 2026 წელს: სიახლეები დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში და რას ნიშნავს ეს შენთვის.
90-დღიანი გეგმა: რა უნდა გააკეთო დეკემბრიდან თებერვლამდე.
პროგრამა:
18:00 შეხვედრა, ლუდი, სნექები და კანაპეები
18:20 გახსნა: ვინ ვართ Kan-Guroo
18:30 უფასო და დაფინანსებული ევროპა 2027
18:55 რა შეიცვალა 2026-ში
19:05 დედლაინების რუკა
19:15 რეალური ისტორიები სტიპენდიანტებისგან
19:30 კითხვა-პასუხი
19:50 ნეთვორქინგი და ექსპრეს კონსულტაციები
20:20 გათამაშება, შემდეგ კი საღამო გრძელდება
რა გელოდება:
ლუდი, სნექები და კანაპეები
დედლაინების კალენდარი 2027 საჩუქრად
ექსპრეს კონსულტაცია ადგილზე (ადგილები შეზღუდულია)
გათამაშება და ექსკლუზიური ფასდაკლება მხოლოდ მონაწილეებისთვის
ვისთვის არის: სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვინც 2027 ან 2028 წელს საზღვარგარეთ სწავლას გეგმავს: ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, გაცვლით პროგრამაზე ან სტაჟირებაზე.
📅 20 ნოემბერი, პარასკევი, 18:00-დან
📍 Atoneli Pub, ათონელის ქ. 18, ძველი თბილისი
🎟 შესვლა უფასოა, ადგილები შეზღუდულია
დარეგისტრირდი და დაწერე შენი მთავარი კითხვა, რომ საღამოზე პასუხი პირადად შენთვის მოვამზადოთ.
იმავე დღეს საგანმანათლებლო გამოფენაზე იყავი და კითხვები დაგრჩა? საღამოს მოდი ჩვენთან.
English (short):
Jump Abroad 2027: Scholarships, Deadlines & Drinks. Want to study in Europe for free or fully funded? The first Erasmus Mundus deadlines close on 1 December. Join Kan-Guroo on Friday, 20 November, from 18:00 at Atoneli Pub (18 Atoneli St, Old Tbilisi). Expect beer, snacks and canapés, a short talk on Erasmus Mundus, Stipendium Hungaricum, Türkiye Bursları, Germany and Italy, and a 90-day deadline plan. There will also be real scholarship stories, Q&A, networking, express consultations and a raffle. Free entry, limited spots.