

TransLogistica 2026 - ტაშკენტი, უზბეკეთი
SavvY იწყებს განაცხადების მიღებას TransLogistica 2026-ის ფარგლებში ქართული პავილიონის მონაწილე კომპანიების შესარჩევად.
გამოფენის ფარგლებში ქართულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი სერვისები ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ლოგისტიკურ პლატფორმაზე, რაც გულისხმობს კომპანიის პოზიციონირებას შუა დერეფნის (Middle Corridor) მიმართულებით და პირდაპირი საქმიანი კავშირების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან.
TransLogistica 2026 წარმოადგენს ცენტრალური აზიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ლოგისტიკის, სატვირთო გადაზიდვების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, სასაწყობე მეურნეობებისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.