

Devtherapy GameJam 2025
მოგესალმებით, მეგობრებო! 👋
სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ Devtherapy ატარებს პირველ ოფიციალურ 48-საათიან Game Jam-ს 🎮, რომელიც გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TSU), 5-6 ივლისს 📅.
Game Jam-ის საპრიზო ფონდის ნაწილი უკვე დაფარულია ორგანიზატორებისა და Devtherapy-ის გუნდის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი შედგება სრულად community-სგან შემოსული crowdfunding-ის საშუალებით 💸. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება იყოს community-ის მიერ წახალისებული და მათზე ორიენტირებული (“From community, to community”) 🤝, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოტივაციას დამწყები დეველოპერების, დიზაინერების, არტისტებისა და ზოგადად ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ახლა აპირებს პირველ ნაბიჯების გადადგმას 🚀.
ამ ეტაპზე საპრიზო ფონდმა უკვე გადააჭარბა 1300 ლარს 💰 და, გამომდინარე დინამიური crowdfunding პროცესიდან, ვიმედოვნებთ, რომ 5-6 ივლისისთვის ეს თანხა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სამოტივაციო იქნება. ამასთან, ღია ვართ პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის ნებისმიერი სახის სპონსორებთან 🤗.
Game Jam-ის ფარგლებში მონაწილეებს 48 საათის განმავლობაში მოუწევთ თამაშების შექმნა კონკრეტული იდეის ან მექანიკის ირგვლივ, რომელიც სპეციალური თემის სახით, ღონისძიების დაწყებისას გახდება ცნობილი 🕹️. ამ მიდგომით ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა მონაწილე თანაბარ პირობებში იყოს და არ წარმოიქმნას წინასწარ მომზადებული ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობა ⚖️.
გარდა ძირითადი Game Jam პროცესისა, ღონისძიების განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა Tech Talk-ები და Q&A სესიები, რომელშიც აქტიური მონაწილეობა შეგეძლებათ 🎤❓.
ღონისძიების სრული პროცესი იქნება დეტალურად გადაღებული და ასახული ვლოგის სახით Devtherapy-ის production გუნდის მიერ 🎥.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯამში 100 ადამიანს მოიცავს, გუნდში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა კი 5 ადამიანია 👥.
თუ ჯერ არ გყავთ გუნდი, Game Jam-ის დაწყებისას აუცილებლად შეგვიძლია დაგეხმაროთ გუნდის მოძიებაში და შექმნაში 🛠️.
რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად გაიაროთ რეგისტრაცია ⏳.
ღონისძიების შესახებ სრულ ინფორმაციას და Agenda-ს მიიღებთ მეილის სახით 📧.
თუ სურვილი გაქვთ ჩაერთოთ ღონისძიების საპრიზო ფონდის გაზრდაში, შეგიძლიათ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოთ Game Jam-ს შემდეგი რეკვიზიტებით:
🏦 მიმღები: Tornike Gomareli
💳 ანგარიში: GE63BG0000000609279471
📌 დანიშნულება: “Devtherapy Game Jam 2025”
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და გასართობი 2 დღე გველოდება წინ!! 🎉
დამატებითი კითხვებისთვის, შემოგვიერთდი Discord სერვერზე