Cover Image for ბექას საქველმოქმედო ვებინარი: ხელოვნური ინტელექტი ინგლისურის სასწავლად
Cover Image for ბექას საქველმოქმედო ვებინარი: ხელოვნური ინტელექტი ინგლისურის სასწავლად
Hosted By
50 Went

ბექას საქველმოქმედო ვებინარი: ხელოვნური ინტელექტი ინგლისურის სასწავლად

Hosted by Beka's School
Google Meet
Registration
Past Event
Welcome! To join the event, please register below.
About Event

“ბექას სკოლა” უერთდება “დაიცავი ილიაუნის” დაწყებულ საქველმოქმედო მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად და შაბათს, 23 მაისს, 20:00 საათზე გთავაზობთ საქველმოქმედო ვებინარს, რომელიც შეეხება ინგლისურის სწავლის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების მეთოდებს 🤖

ლექციაზე დეტალურად განვიხილავთ ისეთი წამყვანი პლატფორმების პრაქტიკულ გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT და Gemini, რათა თქვენი სწავლის პროცესი გახდეს უფრო ინტერაქციული, დინამიკური და შედეგიანი ✨ 🚀

გარდა ამისა, ყურადღებას დავუთმობთ AI აპლიკაციებს, რომლებიც სპეციალურად უცხო ენაზე საუბრის პრაქტიკისთვის არის შექმნილი.

ვებინაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სასწავლო რეჟიმები და ეფექტური პრომპტები 🧠🛠️

  • ხელოვნური ინტელექტი ინგლისურად საუბრის პრაქტიკისთვის 🗣️

  • პრაქტიკული სცენარები და 🎭 როლური თამაშები ხელოვნურ ინტელექტთან

  • ⚠️ რისთვის არ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი

რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მოგივათ Google Meet-ის ბმული, რომლითაც შეძლებთ ვებინარზე დასწრებას.

თუ ვებინარზე დასწრებას ვერ შეძლებთ, მეილზე მოგივათ ლექციის ჩანაწერი.

ვებინარის სიმბოლური ფასია 10 ლარი (ან რამდენიც შეგიძლიათ). თანხა პირდაპირ შეგიძლიათ ჩაურიცხოთ ილიაუნის სტუდენტებს:

TBC: #GE20TB7881145068100026

BOG: #GE49BG0000000611756133

მიმღები: დავით მშვენიერაძე

Hosted By
50 Went