

ქალები ფინანსურ სამყაროში
10 ოქტომბერს ტრეიდერების ჰაბში ქალებისთვის ფინანსურ ბაზრებზე სპეციალურ სემინარს ვმართავთ.
თუ ტრეიდინგი და ინვესტირება გაინტერესებს, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, ამ შეხვედრაზე სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.
ტრეიდინგი თუ ინვესტირება? კრიპტო თუ ფიუჩერსები? რომელი სავაჭრო სტილი შეგეფერება და რამდენი კაპიტალია საჭირო დასაწყებად? ამ კითხვებს მარტივად, გასაგებად და პრაქტიკული მაგალითებით განვიხილავთ.
სემინარს გაუძღვება კესო ნიკოლაიშვილი
კესო ტრეიდერების ჰაბის კურსდამთავრებული და აქტიური ტრეიდერია. სემინარზე ის საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნას გაგიზიარებთ და ფინანსურ ბაზრებზე პირველი ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს.
სემინარის პროგრამა
13:00–13:10 | სემინარის გახსნა
მისალმება და სემინარის მოკლე მიმოხილვა
13:10–13:30 | ტრეიდინგი vs ინვესტირება
ძირითადი განსხვავებები და სწორი მიდგომის შერჩევა
13:30–13:55 | პირველი ნაბიჯები ფინანსურ ბაზრებზე
საფუძვლები, პრაქტიკა და რისკის მართვა
13:55–14:10 | კრიპტო vs ფიუჩერსები
ბაზრების სპეციფიკა და ძირითადი განსხვავებები
14:10–14:25 | სავაჭრო სტილის არჩევა
Scalping, Day Trading და Swing Trading
14:25–14:40 | საწყისი კაპიტალი და რისკის მართვა
14:40–15:00 | Q&A და დისკუსია
თარიღი: 10 ოქტომბერი
დრო: 13:00–15:00
მისამართი: ტერენტი გრანელის 10/12
დასწრება: უფასოა