

Going Global: Opportunities and Obstacles for Startups
როგორ იზიდავ უცხოელ ინვესტორს, როცა ჯერ კიდევ ადგილობრივ ბაზარზე ხარ? რა ხსნის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გზას და რა გამოწვევებს აწყდებიან დამფუძნებლები ამ პროცესში?
პანელურ დისკუსიაზე სამი პრაქტიკოსი სტარტაპის დამფუძნებელი გაგიზიარებს პირად გამოცდილებას, შეცდომებს და ცოდნას გლობალურ ბაზარზე გასვლასა და ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.
🎤 სპიკერები:
მარიამ ახვლედიანი —Co-Founder & CEO @QuickShipper
QuickShipper არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება მომხმარებლებისთვის მოქნილი მიწოდების სერვისის შეთავაზებასა და post-purchase კომუნიკაციის სრულად მართვაში. სტარტაპი არის 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე.
ვასკა ჩადუნელი — Co-Founder & CTO @KLIPY
KLIPY არის გლობალური პლატფორმა - GIF-ების, სტიკერების, მიმების და კონტენტ API-ების სფეროში. კომპანი Google I/O-ს მთავარ სცენაზე იყო წარდგენილი და $3.8M მოიზიდა Google AI Futures Fund-ის, Sturgeon Capital-ისა და სხვა საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით. პლატფორმა ამჟამად დღეში 1 მილიარდ მოთხოვნას ამუშავებს მსოფლიოს მასშტაბით.
თაზო ლეჟავა — Co-Founder & CEO @Quissly
Quissly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა და ჩატია, რომელიც ონლაინ სივრცეში ფიზიკური მაღაზიის გამოცდილებას ქმნის. Quissly არის 026 Select USA Tbilisi Startup Pitch Competition-ის გამარჯვებული, 500 Global-ის მონაწილე და Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამარჯვებული.
🎙️ მოდერატორი:
თეო ზანგურაშვილი — CEO @commschool
commschool (თბილისის კომუნიკაციის სკოლა) არის საგანმანათლებლო დაწესუბელება, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს პრაქტიკულ განათლებას ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მარკეტინგისა და მეწარმეობის მიმართულებით.
🎓 ივენთის ფარგლებში ასევე გავაზიარებთ ინფორმაციას სტარტაპის შექმნის პრაქტიკული კურსის შესახებ, სადაც 032 Collective-თან პარტნიორობის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიზიდონ $5,000-დან $25,000-მდე ინვესტიცია.
ივენთი ჩატარდება ქართულ ენაზე