Cover Image for Going Global: Opportunities and Obstacles for Startups
Cover Image for Going Global: Opportunities and Obstacles for Startups
18 Went

Going Global: Opportunities and Obstacles for Startups

Hosted by Tbilisi School of Communication
Registration
Past Event
Welcome! To join the event, please register below.
About Event

​როგორ იზიდავ უცხოელ ინვესტორს, როცა ჯერ კიდევ ადგილობრივ ბაზარზე ხარ? რა ხსნის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გზას და რა გამოწვევებს აწყდებიან დამფუძნებლები ამ პროცესში?

​პანელურ დისკუსიაზე სამი პრაქტიკოსი სტარტაპის დამფუძნებელი გაგიზიარებს პირად გამოცდილებას, შეცდომებს და ცოდნას გლობალურ ბაზარზე გასვლასა და ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.

​🎤 სპიკერები:

​მარიამ ახვლედიანი  —Co-Founder & CEO @QuickShipper
QuickShipper არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება მომხმარებლებისთვის მოქნილი მიწოდების სერვისის შეთავაზებასა და post-purchase კომუნიკაციის სრულად მართვაში. სტარტაპი არის 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე.

​ვასკა ჩადუნელი  — Co-Founder & CTO  @KLIPY
KLIPY არის გლობალური პლატფორმა - GIF-ების, სტიკერების, მიმების და კონტენტ API-ების სფეროში. კომპანი Google I/O-ს მთავარ სცენაზე იყო წარდგენილი და $3.8M მოიზიდა Google AI Futures Fund-ის, Sturgeon Capital-ისა და სხვა საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით. პლატფორმა ამჟამად დღეში 1 მილიარდ მოთხოვნას ამუშავებს მსოფლიოს მასშტაბით.

​თაზო ლეჟავა — Co-Founder & CEO  @Quissly
Quissly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა და ჩატია, რომელიც ონლაინ სივრცეში ფიზიკური მაღაზიის გამოცდილებას ქმნის. Quissly არის 026 Select USA Tbilisi Startup Pitch Competition-ის გამარჯვებული, 500 Global-ის მონაწილე და Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამარჯვებული.

​🎙️ მოდერატორი:

​თეო ზანგურაშვილი — CEO @commschool
commschool (თბილისის კომუნიკაციის სკოლა) არის საგანმანათლებლო დაწესუბელება,  რომელიც  2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს პრაქტიკულ განათლებას ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მარკეტინგისა და მეწარმეობის მიმართულებით.

​🎓 ივენთის ფარგლებში ასევე გავაზიარებთ ინფორმაციას სტარტაპის შექმნის პრაქტიკული კურსის შესახებ, სადაც 032 Collective-თან პარტნიორობის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიზიდონ $5,000-დან $25,000-მდე ინვესტიცია.

​ივენთი ჩატარდება ქართულ ენაზე

Location
STAMBA AMPHITHEATRE TERRACE
18 Went